გაინტერესებთ რა შეგვიძლია და რით დაგეხმარებით?

გაგვეცანით და მიიღეთ თქვენზე მორგებული ონლაინ მარკეტინგული შემოთავაზება.

adw-web-banners  AdvertWise adw web banners

ვებგვერდების დამზადება

ხშირ შემთხვევაში თქვენი ვებგვერდი მომხმარებელს კომპანიის შესახებ უქმნის იმ პირველ შთაბეჭდილებას, რომელიც რჩება მის მეხსიერებაში. ამ ლოგიკით, მნიშვნელოვანია ითანამშრომლო განვითარებულ ფირმებთან, რომლებიც ქმნიან არა მხოლოდ ესთეტიკურად სასიამოვნო საიტებს, არამედ ესმით ვებგვერდის  გამოყენებადობის შექმნის მნიშვნელობა და ინტერნეტ მარკეტინგისთვის მისი სტრუქტურის სწორად აწყობა. დღეისათვის წარმატებული ვებგვერდი მოითხოვს დიდ ძალისხმევას, რესურსებსა და დაგეგმვას. ჩვენი ექსპერტები დაამზადებენ თქვენს ვებგვერდს, როგორც მიმზიდველს, ასევე ეფექტურს. ჩვენს მიერ დამზადებული ვებგვერდი ოპტიმიზირებული იქნება საძიებო სისტემისათვის  და მორგებული მომხმარებლებზე.

არ გაუშვა არც ერთი მომხმარებელი

ინტერნეტ მარკეტინგის სფეროში მნიშვნელოვანი და აუცილებელიც კია, იყენებდე ე.წ „რემარკეტინგის“ ან იგივე „რეტარგეტინგის“ ფუნქციას. რემარკეტინგი, მარტივად რომ ვთქვათ, არის შესაძლებლობა, რომ თქვენი რეკლამა ანახოთ იმ მომხმარებლებს, რომლებმაც ერთხელ უკვე  მოინახულეს თქვენი ვებგვერდი. ჩვენ საშუალებას გაძლევთ, აჩვენოთ თქვენი რეკლამა მომხმარებლებს ათასობით  ვებგვერდზე ინტერნეტ სივრცეში და Facebook-ზე. ჩვენი პროფესიონალთა გუნდი მიანიჭებს ფუნქციას იმის მიხედვით, რაც გააკეთა ან გსურთ, რომ გააკეთოს მომხმარებელმა თქვენს ვებგვერდზე. ამასთანავე, აჩვენებს რეკლამას სასურველი შედეგის მიღწევამდე.

bb2  AdvertWise bb2

4 მიზეზი თუ რატომ უნდა ითანამშრომლოთ ჩვენთან

გამოცდილება

2007 წლიდან ჩვენი გუნდი მსოფლიო მასშტაბით სთავაზობს ინტერნეტ მარკეტინგულ სერვისებს და აღწევს წარმატებებს პარტნიორებთან ერთად

ხარისხი

გთავაზობთ მხოლოდ პროფესიონალურ მომსახურებას, რომელიც მრავალჯერ ნაცადი და შემოწმებულია. ხარისხი ჩვენი წარმატების მთავარი მაჩვენებელია

ცოდნა

წლების მანძილზე ჩვენ მოვიპოვეთ მომხმარებლის ნდობა, რაც განპირობებულია კვალიფიციური თანამშრომლებით და დაგროვილი პრაქტიკით

მოქნილობა

ინტერნეტ მარკეტინგის სფერო ყოველდღიურად იცვლება, ინერგება სიახლეები. AdvertWise-ის გუნდი მუდამ ცვლილებების საქმის კურსშია