აქროლადი სტატუსები უკვე Whats App-შიც

მარტი 14, 2017
Nino Kenkebashvili

სოციალური ქსელები მუდმივი განახლებებით ცდილობენ მნიშვნელოვანი მომენტების დაჭერა და საყვარელი ადამიანებისთვის გაზიარება ყველასთვის უფრო მარტივი გახადონ. სწორედ ამას ემსახურება 24 საათში გაუჩინარებადი Spanchat-ის, Instagram-ის, Facebook-ის Story და Messenger-ის Day.  სულ ახლახლანს WhatsApp-მა Status Message ფუნქცია დაამატა, რომელიც თავისი შინაარსით და მახასიათებლებით ძალიან გავს Story-ს.


24 საათის შემდეგ გაუჩინარებადი სტატუსის გაზიარება აპლიკაციის განახლების შემდეგ არის შესაძლებელი. Snapchat-ის მსგავსად პირველ რიგში საკუთარ სტატუსს, ხოლო შემდეგ ქვემოთ მეგობრების სტატუსებს იხილავთ.
WHATS APP STATUS  აქროლადი სტატუსები უკვე Whats App-შიც whatsapp status android
Whats App საშუალებას იძლევა გადაიღოთ, დაამუშაოთ და  24 საათით გააზიაროთ ფოტო, ვიდეო ან GIF. Instagram-ის მსგავსად შესაძლებელია გაიგოთ თუ ვინ ნახა თქვენი სტატუსი, წაშალოთ ან გადაამისამართოთ. მეტი პირადი სივრცისთვის Whats App-მა გადაწყვიტა შერჩევით განახლება დაუშვას, ანუ თავად წყვეტთ თუ ვინ გსურთ იხილოს თქვენი სტატუსი და ვინ არა.
1  აქროლადი სტატუსები უკვე Whats App-შიც 1
განახლებას განსხვავებული შეფასებები მოჰყვა, არიან მომხმარებლები რომელთაც მოსწონთ და თვლიან, რომ ეს ფუნქცია ნამდვილად გამოაცოცხლებს აპლიკაციას. ნაწილი კი ფიქრობს, რომ სოციალური ქსელები ძალიან დაემსგავსა ერთმანეთს. იმდენად, რომ უკვე დაბნეულობას იწვევს, მაგრამ აშკარაა რომ ყველა სოციალური ქსელი ცდილობს არ ჩამორჩეს სიახლეებს და შესთავაზოს მომხმარებელს ის, რაზეც ყველაზე დიდი მოთხოვნაა.

 

კომენტარები არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>