ახალი მესენჯერი ბავშვებისთვის

დეკემბერი 05, 2017
Nino Kenkebashvili

Facebook – მა ახალი აპლიკაცია დააანონსა, Messenger-ი 6-დან 13 წლამდე ბავშვებისთვის. აპლიკაცია, რომლის დახმარებითაც პატარები შეძლებენ მეგობრებთან ურთიერთობას მარტივად და უსაფრთხოდ. სატესტო ვერსია თავდაპირველად ა.შ.შ-ში იქნება ხელმისაწვდომი. სადაოა ის თუ, რამდენად არის საჭირო ამ ასაკის ბავშვებს ინტერნეტთან ჰქონდეთ შეხება, მაგრამ ფაქტია რომ მოლოდინი დიდია. მესენჯერს, რომელიც სპეციალურად ბავშვებისთვის იქნება გათვლილი, როგორც უარყოფითი ასევე დადებითი მხარეებიც აქვს.

ერთის მხრივ შეიძლება ჩაითვალოს რომ Facebook ცდილობს  მოხმარებლები შემოიერთოს ადრეული ასაკიდანვე, მაგრამ მეორეს მხრივ  ახალი აპლიკაციის საშუალებით  არასრულწლოვნები მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და სანდო საახლობლო წრესთან კომუნიკაციას მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ შეძლებენ და უფრო მეტად დაცულები იქნებიან.

Facebook Launches Messenger Kids to Connect Younger Users to Online Chat | Social Media Today  ახალი მესენჯერი ბავშვებისთვის messenger kids3
არასრულწლოვანის მესენჯერი მშობლის ექაუნთზე იქნება მიბმული და მხოლოდ მათთან შეძლებს კომუნიკაციას ვისაც მშობელი დაადასტურებს. კიდევ ერთი განმასხვავებელი ის არის რომ კონტენტი Kid Friendly იქნება და სტიკერები, Gif-ები თუ ნიღბებიც მხოლოდ ასაკისთვის შესაბამისი. საბავშვო მესენჯერში ასევე არ განთავსდება რეკლამები.

კომენტარები არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>