ახალი სივრცე Facebook-ზე ახალი ამბებისთვის

იანვარი 24, 2018
Nino Kenkebashvili

Facebook-ს გასულ კვირას სატესტო რეჟიმში ახალი სივრცე დაემატა TODAY IN, სპეციალურად გამოყოფილი სივრცეა აპლიკაციაში ლოკალური მედიისთვის და გამომცემლებისთვის. ტესტ რეჟიმში პირველ ეტაპზე მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ექვს ქალაქს აქვს წვდომა.

როგორ მუშაობს და რას გულისხმობს ეს სივრცე?

Facebook-ზე Fake ნიუსების გავრცელების შედეგად გარკვეული ცვლილებები გატარდა წინა წლის განმავლობაში. Today In შესაძლოა ერთგვარი ვერიფიკაცია იყოს მედია საშუალებებისთვის რაც ასევე  Facebooks მეტ უფლებას აძლევს აკონტროლოს FEED და მასზე განთავსებული კონტენტი. კიდევ ერთი ბენეფიტი არის ის, რომ მკითხველებს შეეძლებათ მათთვის რელევანტური სიახლეები მარტივად გაიგონ და ამ სივრცეში გაეცნონ იმ ინფორმაციას რასაც  ადგილობრივი მედია საშუალებები გაავრცელებენ. შესაძლებელი იქნება სიახლეების გამოწერა სხვა ლოკაციებიდანაც.

today in  ახალი სივრცე Facebook-ზე ახალი ამბებისთვის  E68FB25775D9410DDCFE5841D30531CEC3A84DCD639B5D58CE pimgpsh fullsize distr

ამ სექციაში მოსახვედრად მედია საშუალებებმა უნდა გაიარონ “Face Control”, Facebook-ის გუნდთან და მიიღონ უფლება ნიუსების განთავსებისთვის. ეს რასაკვირველია საკმაოდ მომგებიანია რეალური გამომცემლების გადმოსახედიდან, ამასთან არარის სახარბიელო ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელი გვერდებისთვის.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი გლობალურადაც ჩაეშვება თუ არა ეს სივრცე, მაგრამ სატესტო რეჟიმში უკვე პოპულარობით სარგებლობს.
შესაძლოა ახალი სივრცე სწორედ ის ნაბიჯი იყოს Facebook-ის მხრიდან რაც საბოლოოდ შეძლებს აღმოფხვრას ე.წ Fake News-ების ბუმი სოციალურ ქსელში .

კომენტარები არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>