ახალი შესაძლებლობები ინსტაგრამისგან

დეკემბერი 14, 2017
Nino Kenkebashvili

ინსტაგრამი არ ჩერდება და ისევ და ისევ გაუმჯობესებაზე მუშაობს. სოციალურ ქსელს კიდევ ერთი ახალი ფუნქცია ემატება  სასურველი კონტენტის უფრო მარტივად მოსაძებნად. Follow-ს შესაძლებლობა უკვე ჰეშთაგებზეც. პროფილების გარდა პოსტები რომლებშიც გამოყენებული იქნება კონკრეტული ჰეშთაგები თქვენს ძირითად News Feed-ში გამოჩნდება.

follow hashtags  ახალი შესაძლებლობები ინსტაგრამისგან insta follow tags

როგორც ინსტაგრამში განმარტავენ ჰეშთაგის მიყოლა იგივე პრინციპით ხდება როგორც გვერდებზე. ერთ შემთხვევაში ეძებთ კონკრეტულ თემას რითიც ხართ დაინტერესებული, მეორეში კი რელევანტური ჰეშთაგის დახმარებით ეცნობით ექაუნთებს რომლებმაც შეიძლება დაგაინტერესოთ.

ახალი ფუნქცია ინსტაგრამს ანიჭებს იმის პოტენციალს, რომ გახდეს უფრო პოპულარული საძიებო სისტემა ახალი აღმოჩენებისთვის. დაიხვეწება ჰეშთაგების გამოყენებაც და უფრო კონკრეტული და გასაგები გახდება. მაგალითად ბრენდს რომელიც ყიდის თაიგულებს და სურს გააცნოს მომხმარებელს ახალი ყვითელი ვარდების თაიგული, დაურთავს უფრო კონკრეტულს #yellowroses  ნაცვლად უბრალოდ #Flowers-ისა. შესაბამისად მეტი შესაძლებლობა ექნება საკუთარ გვერდზე გადმოიყვანოს მომხარებელი, რომელიც დაინტერესებულია კონკრეტულად ყვითელი ვარდებით.

ფუნქცია კონტენტის ფილტრაციის უკეთეს შესაძლებლობასაც იძლევა. მომხმარებლებს Suggested ველში ასევე გამოუჩნდებათ შეთავაზება გვერდებისა, რომლებმაც შეიძლება დააინტერესოთ, იმის მიხედვით თუ რა ჰეშთაგებს არიან გაყოლილი.

ინსტაგრამი ცდილობს მომხმარებლებს დაანახოს მაქსიმალურად ბევრი შესაძლებლობა რაც პლატფორმას გააჩნია და გამოუჩინოს ისეთი თემატიკის პოსტები, რომლებითაც დაინტერესდებიან. ახალი ფუნქციების ხშირი დამატების მიზანიც სწორედ  ეს არის.

კომენტარები არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>