Black Friday და მომხმარებლების გაზრდილი რაოდენობა ონლაინში.

ნოემბერი 24, 2017
Nino Kenkebashvili

დღესდღეობით მომხმარებლები, “შეიარაღებულნი” მობილური მოწყობილობებით, როგორც მათი „ყველგან მყოფი“ ასისტენტებით, ყველაზე კარგად არიან ინფორმირებულნი შესაძლო ფასდაკლებების და აქციების შესახებ. როგორ ხდება ეს? პირველ რიგში ონლაინ რეჟიმში ძებნის შედეგად.

რა შედეგი აქვს? პრომოუშენზე ფოკუსირებული შოპინგ-ივენთები, როგორიც არის Black Friday, აღარ მიეკუთვნება მხოლოდ ერთ კონკრეტულ დღეს. მომხმარებლები მუდმივად არიან სეზონის საუკეთესო შეთავაზებების ძიებაში Black Friday-მდე კვირებით და თვეებით ადრე ჩართული.  გეგმავენ თუ რა, სად და როდის შეიძინონ და იმის გათვალისწინებით, რომ ბრენდები  Black Friday-ის შეთავაზებების შესახებ სულ უფრო და უფრო ადრე განაცხადებენ, მომხმარებლებს აქვთ მეტი შესაძლებლობა, შესყიდვებთან დაკავშირებით უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღონ. მარკეტერებისთვის ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა მომხმარებლის მისაზიდად, ვებგვერდზე ტრეფიკის გასაზრდელად და მეტი ჩართულობის მისაღებად.

ჩვენ ვხედავთ ცნობისმოყვარე მომხმარებლებს, რომლებიც სადღესასწაულო შოპინგის გამოკვლევებში მზარდი სიხშირით ერთვებიან. მყიდველები რიგში დგომის ნაცვლად, დროს უკვე სპეციფიკური პროდუქციის დეტალების ძიებაში ხარჯავენ და ეს ონლაინ რეჟიმში ხდება.

გადატვირთული მაღაზიებიდან გამომდინარე აღსანიშნავია, რომ ონლაინ-შესყიდვები ნოემბრის განმავლობაში სტაბილურია და პიკს აღწევს როგორც Black Friday-ის, ისე Cyber Monday-ის დროს. რეალურად, ჩვენ ვხედავთ იმასაც, რომ მობილური ტრანზაქციების სიხშირე 40%-ით იზრდება მადლიერების დღის პერიოდშიც. ეს კი ნიშანია იმისა, რომ დისტანციური მკვლევარები არიან სავარაუდო მყიდველებიც და ორიენტირი სწორედ მათზე უნდა გაკეთდეს. სტატისტიკის მიხედვით ბოლო ორი წლის განმავლობაში ძებნა მობილური მოწყობილებებიდან “Black Friday”-ს შემცველი საძიებო სიტყვებით 80%-ით მეტად არის გაზრდილი.

საინტერესოა ისიც, რომ სპეციალური შეთავაზებების ძებნა არ მთავრდება ფასდაკლების დღის დასრულებისას და მომხმარებლები კვლავაგრძელებენ დაბრუნებას უკეთესი აქციის ძიებაში. მარკეტერებისთვის ეს არის შესაძლებლობა სწორად გამოიყენონ მოცემულობა და საძიებო კამპანიები სწორედ ფასდაკლების შემცველი keyword-ების მიხედვით გადააწყონ.

კომენტარები არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>