Google Attribution – მნიშვნელოვანი ხელსაწყო მარკეტერებს Google-სგან

მაისი 31, 2017
Nino Kenkebashvili

Google’s Marketing Next კონფერენციაზე კომპანიამ GooGle Attribution-ის ბეტა ვერსია დააანონსა, რომელიც წარმოადგენს უფასო ხელსაწყოს და განსაზღვრავს სხვადასხვა მარკეტინული სტრატეგიების როლს მომხმარებლის მიერ ყიდვაზე გადაწყვეტილების მიღებაში. Google-ს სურს Attribution გახდეს მთავარი ბაზა კამპანიების შეფასებისთვის, მარკეტინგული არხებისგან დამოუკიდებლად.

ასევე აღსანიშნავია, რომ შესაძლებელია მონაცემების დაიმპორტება სხვადასხვა ხელსაწყოებიდან როგორიცაა  – Google Adwords, Google Analytics და Google Double Click Search-იდან.

არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით Google Attribution  აანალიზებს კამპანიების ეფექტურობას და გვაჩვენებს თუ რომელმა კამპანიამ იმუშავა ყველაზე მეტად მიზნების გათვალისწინებით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩანს თუ რომელმა არხმა იმოქმედა შესაბამისად პროპორციულად ამ მიზნის მიღწევაში. მაგალითისთვის: თუ მომხმარებელი ყიდვის პროცესის დასრულებამდე ნახავს 3 სხვადასხვა კამპანიის რეკლამას, ამ მომხმარებლის კონვერსიის რაოდენობა გაიყოფა პროპორციულად 3ზე და მიენიჭება ყველა კამპანიას ეს მაჩვენებელი.

რომ შევაჯამოთ, Google Attribution – ის მეშვეობით ჩვენ გვეძლევა საშუალება შევაფასოთ ჩვენი კამპანიების ეფექტურობა არა ბოლოს დაკლიკებული კამპანიიდან შემოსული მომხმარებლის ქმედებაზე დაყრდნობით, არამედ მთლიანად ერთი უნიკალური მომხმარებლის მთლიან “Customer Journey” – ზე დაყრდნობით.

google attribution  Google Attribution - მნიშვნელოვანი ხელსაწყო მარკეტერებს Google-სგან 11

ამასთან Google-ს მიზანია ხელსაწყო უფრო  მიმზიდველი გახადოს მარკეტერებისთვის, მიუხედავად იმისა რომ არ გახლავთ ბოლომდე  ინოვაციური და მსგავს სისტემას იყენებენ ისეთი კოპანიები როგორიცაა Adobe და Brightfunne-სა და  Bizzible-ს მსგავსი სტარტაპები. ახალი კომპიუტერიზირებული სწავლების მეთოდები საშუალებას აძლევს მარკეტერებს გაიმარტივონ სამუშაო პროცესი. კამპანიების შეფასებაში ეს მეთოდი უფრო ინფორმაციულია ვიდრე ნებისმიერი სხვა. რეალურად  ვიდეო რეკლამები საბანერო რეკლამები, იმეილები და სხვა მატერიალები ერთობლივად ყველა ემსახურება კონვერსიების მოზიდვას და არ იქნება სწორი თუ ეს მხოლოდ სოციალური მედიის დამსახურებად ჩაითვლება.

“ჩვენ ვაფიქსირებთ კლიკს და ყოველ კლიკზე დაყრდნობით შეგვიძლია გავიგოთ არის  თუ არა შედეგები სოციალური მედიის არხებიდან“ ხსნის Googles ს წარმომადგენელი Babak Pahlavan-ი.

ამ ეტაპზე  Google Attribution  მხოლოდ ბეტა ვერსიის სახითაა წარმოდგენილი, მაგრამ მომავალში Google უფრო დახვეწილ და სრულყოფილ ვერსიას გვპირდება.

კომენტარები არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>