LinkedIn-ის განახლებული Desktop ვერსია

იანვარი 20, 2017
Nino Kenkebashvili

თუ ერთხელ მაინც გიფიქრიათ, რომ უფრო ხშირად გამოიყენებდით სოციალურ ქსელს პროფესიული კავშირებისთვის თუ იქნებოდა უფრო მარტივი და გასაგები, ეს სიახლე სწორედ თქვენთვისაა.

LinkedIn დიზაინს იცვლის. ახლახანს დაანონსდა, რომ  ახალი desktop ვერსია უკვე მზადაა, სულ მალე ჩაეშვება და ყველა მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი.


ახალი ინტერფეისი, პროფესიულ სოციალურ  ქსელს უფრო მარტივს და ხელმისაწვდომს ხდის მომხმარებლებისთვის.  უნდა აღინიშნოს რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი: პირველ რიგში ეს არის  ახალი განლაგება, რომელიც LinkedIn-ის თითოეულ ელემენტს ანიჭებს განსაზღვრულ სივრცეს და შესაბამისად ამარტივებს მის გამოყენებას.

new design linkedin  LinkedIn-ის განახლებული Desktop ვერსია linkedin1

ახალი განლაგება Facebook-ის სტილს ძალიან გავს, რაც ერთის მხრივ არ არის ცუდი მიდგომა, რადგან Facebook-ს დღეში მილიარდზე მეტი ადამიანი სტუმრობს, მსგავსება კი მომხმარებლებს ნაცნობი გარემოს შეგრძნებას და შესაბამისად მეტ კომფორტს შეუქმნის. LinkedIn ასევე ამახვილებს  ყურადღებას შეტყობინებების გამარტივებაზე და ახალი pop up ჩატის საშუალებით შესაძლებლობას გაძლევთ  მიიღოთ და გააგზავნოთ შეტყობინებები, ახალ გვერდზე გადასვლის გარეშე.

linkedin message  LinkedIn-ის განახლებული Desktop ვერსია linkedin2

განახლებული შეტყობინებების სისტემა ითვალისწინებს „საუბრის დამწყების“ ფუნქციასაც, რაც გულისხმობს  იმის გათვალისწინებას თუ რა გაქვთ საერთო ადრესატთან და რეკომენდაციებს გაწვდით ჩატის ფანჯარაში, თუ რა ფრაზით არის უკეთესი საუბრის წამოწყება.

linked in conversation start  LinkedIn-ის განახლებული Desktop ვერსია linkedin3

არის ვარაუდი იმაზეც, რომ LinkedIn-ს ექნება ჰეშთაგების მხარდაჭერის ფუნქციაც, რომელიც 2016 წლის აგვისტოში დაანონსდა, მაგრამ ამ დრომდე არარის აქტიური.

linkedin hashtags  LinkedIn-ის განახლებული Desktop ვერსია linkedin5

გარდა ამისა LinkedIn-ი ხაზს უსვამს იმ ძირითად 4 კომპონენტს, რომლებიც გაუმჯობესებული სახით მოგვევლინება ახალ Desktop ვერსიაში.

⇨ გამდიდრებული News Feed მაქსიმალურად ზუსტი და რელევანტური ინფორმაციის მისაღებად.

⇨  უფრო მეტად ინტუიციური ძებნა.

⇨ გაუმჯობესებული ანალიზი იმისა, თუ ვინ ნახულობს თქვენს კონტენტს.

⇨ უკეთესი რეკომენდაციები იმის თაობაზე, თუ რა უნდა დავამატოთ პირად გვერდს, რომ გამორჩეული ადგილი დაიკავოს სოციალურ ქსელში.

 

 

კომენტარები არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>