YouTube განახლებული დიზაინით

მაისი 05, 2017
Nino Kenkebashvili

Youtube ახალ დიზაინს ტესტავს და რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას გეგმავს. როგორც წარმომადგენლები ხსნიან ისინი ქმნიან ისეთ დიზაინს YouTube- სთვის, რომელიც ერთდროულად იქნება ლამაზი, მოსახერხებელი და ინტუიტიური და ეს კეთდება მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.

new youtube design  YouTube განახლებული დიზაინით yt new1

ახალი განლაგების ძირითადი მახასიათებლებია:

სიმარტივე – ახალი დიზაინი მინიმალისტურია, ჩამოშორებულია ისეთი ვიზუალები, რომლებმაც შეიძლება დისკომფორტი შეუქმნას მომხმარებელს თვალიერებისას და ვიდეოების ყურებისას. Screenshot-ზე მოცემულია ძველი და ახალი home page-ების შედარება. ახალ ვერსიაში ასევე ჩამოშორებულია ნაცრისფერი არეები და ამის ხარჯზე კონტენტი უფრო დიდ ადგილს იკავებს, უფრო თვალშისაცემია ნავიგაციის პარამეტრებიც.

youtube new design old design  YouTube განახლებული დიზაინით yt new3

Mobile friendly – ახალი დიზაინი უფრო შეესაბამება მობილურ ვერსისაც და შესაბამისად ამარტივებს მომხმარებლის წვდომას აპლიკაციაზე.

სილამაზე – ასე ახასიათებენ ახალ დიზაინს YouTube-ს წარმომადგენლები. მათი მიზანია გააერთიანონ დიზაინი და მიზანი ისე, რომ მიიღონ საუკეთესო გამოცდილება.

ამას გარდა  მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება Background პროცესშიც. ახალი დიზაინი შემუშავებულია Polymer Framework-ზე, რომელიც უფრო სწრაფს ხდის აპლიკაციას და ეხმარება სიახლეების უფრო სწრაფად დანერგვაში. განახლებული დიზაინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია  “Dark Theme”, რაც გულისხმობს უკეთეს სამომხმარებლო გამოცდილებას დაბალი განათების პირობებში.

dark theme  YouTube განახლებული დიზაინით yt new4

YouTube-ს განცხადებით ეს მხოლოდ ცვლილებების დასაწყისია და მომხმარებლები უახლოეს მომავალში უფრო მეტ გაუმჯობესებას უნდა ელოდნენ.
იმის გათვალისწინებით, რომ ახალი დიზაინი სატესტო რეჟიმშია  ჯერჯერობით ყველა მომხმარებელს წვდომა არ აქვს, საცდელად გადახედვა კი შესაძლებელია შემდეგ მისამართზე  youtube.com/new.
მომხმარებელს ასევე შეუძლია დაბრუნდეს ძველ ვერსიაზე “Restore classic YouTube”-ის მონიშვნით ექაუნთ მენიუში.

 

კომენტარები არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>