ReMarketing – რემარკეტინგი

მთავარი » სერვისები » ReMarketing – რემარკეტინგი

რემარკეტინგი-Remarketing რემარკეტინგი ReMarketing - რემარკეტინგი remarketing 1რა არის ReTargeting / ReMarketing ?

ReTargeting, იგივე ReMarketing, არის მარკეტინგული სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს რეკლამა ვაჩვენოთ მხოლოდ იმ მომხმარებელს, რომელიც ჩვენ ვებგვერდს ესტუმრა. რადგან თქვენ კითხულობთ რემარკეტინგის შესახებ ინფორმაციას ჩვენს საიტზე, ესე იგი დაინტერესებული ხართ. ჩვენ ვეცდებით თავი არ დაგავიწყოთ და AdvertWise-ის რეკლამა გამოგაყოლოთ ყველგან, სადაც წახვალთ. ჩვენს რეკლამას დაინახავთ როგორც Facebook-ზე, ასევე Google-ის საძიებო სისტემაში და სხვა უამრავ ვებგვერდზე.

რატომ ჩვენ?

AdvertWise-ის გუნდს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება რემარკეტინგის სფეროში. ჩვენ შეგიქმნით გამიზნულ რეკლამას, ვუჩვენებთ თქვენს მესიჯს მხოლოდ იმ ვიზიტორებს, რომლებიც რეალურად შეიძლება გახდნენ თქვენი მომხმარებლები.
ჩვენ შეგვიძლია დავყოთ ვებგვერდის ვიზიტორები მათი ქცევის მიხედვით, დავინახოთ ვინ რომელ გვერდს ესტუმრა, რამდენ ხანს გაჩერდა, გაიარა თუ არა რეგისტრაცია, მოგწერათ თუ არა წერილი და სხვა უამრავი ქმედება. ეს ყველაფერი გვეხმარება მაქსიმალურად ზუსტად გავმიზნოთ სეგმენტი და ვაჩვენოთ რეკლამა. ზუსტი სეგმენტი გვეხმარება როგორც ხარჯების დაზოგვაში, ასევე მომხმარებლის ეფექტურად მოზიდვაში.

დამიბრუნე გაქცეული მომხმარებელი

დაგიკავშირდით და შეგვიკვეთეთ რემარკეტინგ კამპანია. ჩვენ მზად ვართ მოგემსახუროთ და შეგირჩიოთ თქვენზე მორგებული სერვისი.

რემარკეტინგი-რეტარგეტინგი რემარკეტინგი ReMarketing - რემარკეტინგი remarketing 22Why just Market when you can Remarket?

ვიზიტორი, რომელიც თქვენს საიტს ესტუმრა და გაჩერდა მინიმუმ 30 წამი, მას უკვე აინტერესებს თქვენი პროდუქტი. ხშირ შემთხვევაში „დაინტერესებული მომხმარებელი“ ისე გადის ვებგვერდიდან, რომ არც ყიდულობს და არც გვეკონტაქტება, თუმცა იგი ჩვენი პოტენციური კლიენტია.

რემარკეტინგის საშუალებით შევახსნებთ მას ჩვენს თავს და დავაბრუნებთ უკან, სანამ კონკურენტთან წავა. რემარკეტინგი გვაძლევს საშუალებას მინიმალური დანახარჯებით მივიღოთ მაქსიმალური შედეგი.