ვებსაიტის დამზადება

მთავარი » სერვისები » ვებსაიტის დამზადება

web gverdis damzadeba საიტის დამზადება ვებსაიტის დამზადება damzd 1

ჩვენ გვჯერა, რომ თქვენი ბიზნესი იმსახურებს საუკეთესო შანსებს წარმატების მისაღწევად და ამისათვის  უზრუნველვყოფთ მის სათანადოდ წარმოჩინებას ონლაინ სივრცეში!  ვებგვერდი არის თქვენი კომპანიის მარკეტინგული გეგმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენეტი. ის არის ცენტრი, სადაც თავს იყრის ნებისმიერი სახის ინფორმაცია თქვენი კომპანიის და პროდუქტის ან სერვისის შესახებ. ბოლო პერიოდის განმავლობაში სწრაფად განვითარებადმა ქსელურმა ტექნოლოგიებმა შექმნა უამრავი მექანიზმი, რომელიც თქვენს ვებგვერდს აკავშირებს სოციალურ ქსელებთან, როგორიცაა, მაგალითად, Facebook, ბლოგები, RSS Feed-ები. ვებგვერდის დამზადების რეალური და ეფექტური პრაქტიკების ფლობით, AdvertWise-ის გუნდის მიერ საიტის დამზადება ხდება თქვენს ყველა საჭიროებებზე მორგებით და ნებისმიერი თანამედროვე ტექნოლოგიის ძლიერი მხარეების გამოყენებით.

ვებგვერდის დამზადების სერვისი მოიცავს:


ინტერფეისსა და ვებდიზაინს
ჩვენ, გამოცდილ დიზაინერებთან ერთად, ვაღიარებთ იმ ფაქტს, რომ გამოყენებადობა, ფუნქციონალურობა და ვიზუალი არის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ვებგვერდის დიზაინის შესაქმნელად. ამ სტრატეგიის გამოყენებით ჩვენ თქვენთან ერთად ვმუშაობთ, რათა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ჩვენს დიზაინერებს კარგად ესმით თქვენი მარკეტინგული მიზნები და მესიჯები.

ჩვენი ვებგვერდის დიზაინის შექმნის პროცესი გამოცდილია და დიზაინის დამზადების დაწყებამდე ეყრდნობა პირველ რიგში ანალიზსა და ინფორმაციის შეგროვებას თქვენი კომპანიის შესახებ. ეს საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ისეთი სრულყოფილი დიზაინი, რომელიც თანხვედრაში იქნება ისევე როგორც თქვენს მოლოდინთან, ასევე მარკეტინგულ მიზნებთან.
ჩვენ გთავაზობთ:

– ვებგვერდის უნიკალური დიზაინის შექმნას;
– არსებული შაბლონის მორგებას.

HTML/CSS დეველოპმენტს

HTML და Cascading Style Sheets (CSS) არის ხერხემალი ჩვენი ნებისმიერი ვებდიზაინის პროექტისა და ჩვენთვის აუცილებელი ფაქტორია, რომ ნებისმიერი საიტი, რომელსაც ვამზადებთ, იყოს კარგად ორგანიზებული HTML და (CSS)-ის სტანდარტების გამოყენებით. W3C სტანდატები, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ, უზურნველყოფენ მომხმარებლის კარგ გამოცდილებას (user experience), ასევე ქმნიან კარგ საფუძველს საძიებო სისტემების ოპტიმალურად მოსარგებად.
ჩვენ გთავაზობთ HTML/CSS development-ის შემდეგ სერვისებს:

  • W3C complaints HTML/CSS
  • Semantic Coding for SEO
  • JavaScript Development
  • JQuery
  • AJAX
  • JSP
  • XML
  • XSL

ბლოგის დიზაინი და RSS ინტეგრაცია

თქვენს ვებგვერდზე ხარისხიანი ტექსტების გავრცელება შეიძლება ორი გზით: ბლოგი და RSS Feed.
ბლოგი საშუალებას გაძლევთ დაწეროთ და გამოაჩინოთ თქვენთვის სასურველი ტექსტი სტატიის სახით და აკონტროლოთ მომხმარებლების დაინტერესება და ჩართულობა ამ სტატიის მიმართ. ბლოგების პოპულარობა იზრდება, რადგან ისინი წარმოადგენენ კარგ წყაროს თქვენი კომპანიის ფრაზებისა და მესიჯების გასავრცელებლად უშუალოდ თქვენს ვებგვერდზე.
RSS Feed (Really Simple Syndication) უზრუნველყოფს სტატიების ინტეგრაციას თქვენს ვებგვერდში სხვა ვებგვერდებიდან, როგორც თქვენი ვებგვერდის აუდიტორიის ინფორმაციას. ეს საკმაოდ პრაქტიკულია მაშინ, როდესაც თქვენ არ ხარჯავთ რესურსებს სტატიის დასაწერად და იყენებთ სხვა რესურსს, რათა მიაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია თქვენს მომხმარებელს,

საიტის დამზადება ხდება შემდეგი მექანიზმებით:

  • WordPress
  • Joomla
  • Custom solutions

 

სოციალური მედიის ინტეგრაცია

მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მედიის მექანიზმები საკმაოდ მარტივადაა ხელმისაწვდომი, სწორი დაგეგმარება აუცილებელია. Facebook-ის, Twitter-ის და LinkedIn-ის სწორი ინტეგრაციით მარტივად შეძლებთ მიაწოდოთ თქვენი მესიჯი ან თქვენ შესახებ ინფორმაცია დამატებით მომხმარებლებს


ვებგვერდის შინაარსი

ვებგვერდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია მისი შინაარსი. ჩვენ უზრუნველვყობთ სწორი შინაარსის შერჩევას, როგორიცაა საიტის რუკის სწორად აწყობა, შინაარსის დაგეგმვა, საძიებო სიტყვების შერჩევა და შესაბამისი უნიკალური ტექსტების დაწერა.


ვებ-გვერდის მუშაობა (maintenance)

როდესაც სრულდება საიტის დამზადება, ერთ-ერთი სერვისი, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ, არის ვებ-გვერდის მუშაობა. ამ სერვისით გაძლევთ რეკომენდაციებს თქვენი მარკეტინგული მიზნების მისაღწევად, ტექსტების შინაარსობრივად განახლებისათვის და დამატებითი გვერდების შექმნისათვის. თქვენი საიტისთვის საძიებო სისტემის ოპტიმიზირებისა და Google AdWords-ის წარმატებული მუშაობისთვის.
ჩვენი სერვისი მოიცავს:

  • ვებგვერდის შინაარსის განახლებას;
  • Landing გვერდებს;
  • ვებგვერდის დამატებით გვერდებს;
  • დიზაინის განახლებას;
  • SEO კონსულტაციას;


შეგვიკვეთე ვებ-გვერდი

მოგვწერეთ ინფორმაცია თქვენი კომპანიის შესახებ და მიიღეთ შეთავაზება ჩვენგან.