ტრეინინგი

მთავარი » სერვისები » ტრეინინგი

trening ტრეინინგი ტრეინინგი trening

გსურთ გაიაროთ ტრეინინგი და შეისწავლოთ

  • როგორ გაიყვანოთ ვებ გვერდი Google-ის მოწინავე პოზიციებზე?
  • როგორ მართოთ AdWords-ის კამპანია?
  • როგორ მართოთ სოციალური მედია?
  • როგორ გაუკეთოთ ანალიზი თქვენს ვებგვერდს?

გთავაზობთ თქვენზე მორგებულ სასწავლო კურსს.

Google Adwords
SEO
Facebook
Google Analytics
Google Adwords
ტრეინინგი Adwords-ში ტრეინინგი ტრეინინგი ad logoკურსი მოიცავს ციკლს, კამპანიის შექმნიდან დაწყებული მისი მართვით და შედეგების ანალიზით  დამთავრებული. AdWords-ის კურსში გავლილი იქნება მთლიანი ციკლი, რაც მოიცავს კამპანიის შექმნას, რეკლამის შექმნა/გადაკეთებას, სწორი მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევას, ოპტიმიზირებას და შედეგების ანალიზს. ტრეინინგი შეიძლება დაიგეგმოს თქვენი მოთხოვნების შესაბამისად.
SEO
ტრეინინგი SEO-ში ტრეინინგი ტრეინინგი seo logo icon

ვებგვერდის საძიებო სისტემებში მოწინავე პოზიციებზე გაყვანა ძალიან მნიშვნელოვანია. ტრეინინგი შეიცავს როგორც შიდა, ასევე გარე ოპტიმიზაციის სწავლების კურსებს. გეცოდინებათ, როგორი უნდა იყოს ვებგვერდი, რომ Google-ის მოწინავე პოზიციებზე შეძლოს გასვლა და რა უნდა გაკეთედეს შემდგომ, რომ შეინარჩუნოთ და კიდევ უფრო წინ წაიწიოს საიტმა.

Facebook
ტრეინინგი Facebook-ში ტრეინინგი ტრეინინგი facebook logo

2014 წლის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით Facebook-ზე 1,200,000-ზე მეტი ქართველი მომხმარებელია. მიაწვდინეთ თქვენი მესიჯი ნებისმიერ ადამიანს Facebook-ის დახმარებით. გაქვთ ბაზა, რომელსაც გინდათ თქვენი რეკლამა აღარ გამოუჩნდეს? ან პირიქით მხოლოდ მათ გამოუჩნდეს? თქვენს ვებგვერდზე შემოვიდა მომხმარებელი და გსურთ გააყოლოთ Facebook-ზე რეკლამა? ამ და სხვა მრავალ ფუნქციის შესასწავლად, გაიარეთ ჩვენი სოციალური მედიის ტრეინინგი.

Google Analytics
ტრეინინგი analytics-ში ტრეინინგი ტრეინინგი analytics

ნებისმიერ ონლაინ კამპანიას დათვლა და გაზომვა სჭირდება. ამაში Google Analytics გვეხმარება, გაიარეთ ტრეინიგი Google Analytics-ში და თქვენ გეცოდინებათ თითოეული კამპანიის ზუსტი გაზომვა, დათვლა -თითოეულმა კამპანიამ, დაწკაპუნებამ თუ ადამიანმა რა შემოსავალი მოუტანა კომპანიას, რა ვებგვერდებია გასაუმჯობესებელი და სხვა მრავალი საჭირო ფუნქცია.

რატომ ჩვენ?

ონლაინ მარკეტინგი არის ის სფერო, რომლის თითოეული დეტალი ჩვენთვის ცნობილია, ყოველდღიურად ვმუშაობთ ონლაინ მარკეტინგის სფეროში, რაც იმას ნიშნავს, რომ კურსი იქნება არა მხოლოდ თეორიული საუბარი და წიგნიდან ამოკითხული მასალა, არამედ პრაქტიკითა და მაგალითებით გაჯერებული. AdvertWise-ის გუნდში არ არიან უბრალოდ ტრენერები, ჩვენ ვართ ანალიტიკოსები, მკვლევარები და, რაც მთავარია, გვაქვს ყველა თემასთან პრაქტიკული შეხება, ეს კი არის წარმატებული და საინტერესო სწავლების გარანტია.

ტრენინგის შეკვეთა

მოგვმართეთ ახლავე და მიიღეთ თქვენზე მორგებული ტრენინგ კურსის შეთავაზება