Facebook გვერდის მართვა

მთავარი » სერვისები » Facebook გვერდის მართვა

Facebook გვერდი არის კომპანიის, ორგანიზაციის, პროდუქტის, სერვისის ან ნებისმიერი საზოგადოების წევრის წარმოჩინება და ის საშუალებას აძლევს ბიზნესებს შექმნან ერთობა, რომელიც მათი სეგმენტის მომხმარებლებს კომპანიასთან ურთიერთობის შესაძლებლობას აძლევს და აერთიანებს (ჩართულს ხდის) თქვენ ბრენდთან.აქედან გამომდინარე, Facebook გვერდის მართვა აქტიურად და პროფესიონალურად, მიშვნელოვანია იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ მომხმარებელთან სწორი კომუნიკაცია.

facebook-page-administration Facebook გვერდის მართვა Facebook გვერდის მართვა facebook page administration
facebook-two-way-communication Facebook გვერდის მართვა Facebook გვერდის მართვა facebook two way communication
დაიწყეთ ორმხრივი ურთიერთობა თქვენს მომხმარებელთან

მარკეტინგი შეიცვალა; კომუნიკაცია აღარ არის ცალმხრივი. მომხმარებლებს სურთ, რომ ესაუბრონ მათ ბრენდს და მიაწვდინონ მას ხმა. თქვენი Facebook  გვერდის პროფესიონალური მართვა  პოტენციური მომხმარებლებისთვის შექმნის პლატფორმას, რომ ესაუბრონ ბრენდს და უკეთესად გაგიცნონ, რათა უფრო თამამად და მეტი დარწმუნებით შეიძინონ პროდუქტი ან სერვისი.

ტარგეტირებული მომხმარებელი Facebook გვერდის მართვა Facebook გვერდის მართვა reach a specific target audience influence media
იპოვეთ თქვენი მიზნობრივი მომხმარებელი

Facebook მარკეტინგი გთავაზობთ ყველაზე მიზნობრივი სარეკლამო პლატფორმას, რომელიც არსებობს და საშუალებას იძლევა მიაწვდინოთ თქვენი ბრენდის მესიჯი იმ ადამიანებს, რომლებიც უფრო დიდი ალბათობით გააკეთებენ რაიმე ქმედებას თქვენი პროდუქტის ან სერვისის მიმართ. მომხმარებლების ტარგეტირება შესაძლებელია იმ პირადი ინფორმაციის საშუალებით, რომელსაც ისინი გაწერენ Facebook პროფილში, როგორიცაა ასაკი, სქესი, ადგილმდებარეობა, ურთიერთობა, ინტერესი და სხვა.

feedback Facebook გვერდის მართვა Facebook გვერდის მართვა influence media website services marketing facebook marketing
მიიღე უკუკავშირი („ფიდბექი“) თქვენს პროდუქტზე ან სერვისზე

ადამიანებს, რომლებმაც უკვე ისარგებლეს თქვენი პროდუქტით ან სერვისით, საშუალება აქვთ მოგცენ „ფიდბექი“ მათი გამოცდილების შესაბამისად. ეს შესაძლებლობას მისცემს თქვენს ბრენდს დააგროვოს პოზიტიური და მნიშვნელოვანი „ფიდბექები,“ რომელიც დაუმტკიცებს პოტენციურ მომხმარებლებს იმას, რომ თქვენ სწორედ მათთვის შესაფერის პროდუქტს სთავაზობთ.

communication new channel Facebook გვერდის მართვა Facebook გვერდის მართვა influence media facebook as a communication channel
კომუნიკაციის ახალი არხი

Facebook გვერდი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ინვესტიციას მარკეტინგულ კომუნიკაციაში და ხსნის ახალ მომგებიან არხს, რომელიც პოულობს თქვენს ტარგეტირებულ მომხმარებელებს.

როგორ ვმუშაობთ ჩვენ

ჩვენ შევქმენით  და დავუმტკიცეთ ჩვენს პარტნიორებს Facebook გვერდის მართვის ისეთი სისტემა, რომელიც აღწევს თქვენს მარკეტინგულ მიზანს Facebook-ის საშუალებით.

ქვემოთ მოცემულია ჩვენი 6-საფეხურიანი სტრატეგია

სტრატეგია
მომხმარებლის განსაზღვრა
გვერდის შექმნა
მართვა
შეჯიბრებები და კონკურსები
რეპორტინგი
სტრატეგია

პირველი კონსულტაციის შემდეგ  ჩვენ ვიკვლევთ თქვენს ბიზნეს ინდუსტრიას და მომხმარებელს. ჩვენ განვსაზღვრავთ, სად არის Facebook-ზე თქვენი წარმოჩინების ყველაზე კარგი შესაძლებლობა და ვსაზღვრავთ მიზნებს, რათა მიაღწიოთ წარმატებას.

მომხმარებლის განსაზღვრა

ჩვენ ვაკვირდებით დემოგრაფიულ და ფსიქოგრაფიულ ფაქტორებს, რათა განვსაზღვროთ თქვენი ტარგეტირებული მომხმარებელი და შემდეგ ვიყენებთ ამ ფაქტორებს Facebook რეკლამის დროს, რათა მივაღწიოთ თქვენთვის შესაბამის მომხმარებლამდე.

ჩვენ განვსაზღვრავთ გვერდისთვის სწორედ იმ შინაარს და ვიზუალს, რომლის მიღებაც სურს თქვენს აუდიტორიას.

გვერდის შექმნა

ჩვენი კვალიფიციური  გრაფიკოსები და ქსელის დეველოპერები  ქმნიან ისეთ პროფესიონალურ Facebook გვერდს, რომელიც შეესაბამება ბრენდის შინაარსსა და შეხედულებებს.

მართვა

ჩვენ ვანვითარებთ და ვაერთიანებთ ტარგეტირებულ მესიჯებს მომხმარებლებთან დღის  და კვირის იმ დროს, რომ ის ნახოს მაქსიმალური რაოდენობის მომხმარებელმა და მივაღწიოთ თქვენი Facebook-ის მარკეტინგულ მიზანს.

შეჯიბრებები და კონკურსები

ერთ-ერთი ეფექტური გზა თქვენი ცნობადობის გასაზრდელად არის Facebook გვერდის საშუალებით სხვადასხვა შეჯიბრებებისა და კონკურსების მოწყობა. ჩვენ თქვენს მომხმარებელს ვთავაზობთ სხვადასხვა სახის შეჯიბრებებს, იქნება ეს ფოტოკონკურსი, ქვიზი, თამაში თუ გათამაშება.

რეპორტინგი

ჩვენ ანალიზს ვუკეთებთ Facebook გვერდის შედეგებს და მიღწევებს ყოველი თვის ბოლოს და გატყობინებთ შედეგებს და მომავალი თვის გეგმებს წინა თვის ანალიზიდან გამომდინარე მარტივ და გასაგებ ფორმატში.

Facebook გვერდის მართვა

გვანდეთ თქვენი Facebook გვერდი და მიიღეთ საუკეთესო შედეგი სოციალური მედიიდან.