Facebook რეკლამა

მთავარი » სერვისები » Facebook რეკლამა

გსურთ Facebook რეკლამა? გააკონტროლეთ მთლიანად Facebook-ის სარეკლამო კამპანია AdvertWise-ერების საშუალებით.

900  მილიონზე მეტი მომხმარებლით მსოფლიოში და 1.2+ მილიონზე მეტი მომხმარებლით საქართველოში, Facebook-ი წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო  საშუალებას, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ თქვენი რეკლამა მიაწვდინოთ იმ მომხმარებლებს, რომლებიც ამით აუცილებლად დაინტერესდებიან.

ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე Facebook რეკლამის გადაწყვეტილებას, რათა ზუსტად მოვარგოთ თქვენი ერთ-ერთი კამპანიის მოთხოვნებს და ბიუჯეტს ვებგვერდის თუ Facebook გვერდის რეკლამირებით,  გვერდზე გადმოსვლებზე რაოდენობაზე ორიენტირება თუ მომხმარებლის კონკრეტულ ქცევაზე ან მოქმედებაზე თქვენი სერვისის ან პროდუქტის შესაძენად.

ჩვენ ვსაზღვრავთ თქვენს ტარგეტირებულ მომხმარებელს იდეალური სიზუსტით და შემდეგ  მათზე დაყრდნობით ვქმნით და ვაწარმოებთ სრულყოფილ სარეკლამო კამპანიას.

FB-mrtv facebook რეკლამა Facebook რეკლამა FB mrtv

კამპანიის შექმნა

ჩვენ შეგიქმნით Facebook-ის სარეკლამო კამპანიას, რომელიც მორგებული იქნება თქვენს ტარგეტირებულ მომხმარებლებზე. რეკლამები იქნება განსხვავებული და გამორჩეული, რადგან მათ შექმნამდე ჩვენი გუნდი დეტალურად შეისწავლის თქვენს პროდუქტს/სერვისს და კონკურენტებს, მათ რეკლამებსა და აქტივობებს სოციალურ ქსელში.

კამპანიის მართვა

თქვენი Facebook  კამპანიის მართვისას ხდება მისი ყოველდღიური რედაქტირება. რეკლამების ტექსტისა და დიზაინის შეცვლა ისეთი რეკლამის შერჩევის საშუალებას იძლევა,  რომელიც მაქსიმალურ ყურადღებას მიიპყრობს. ჩვენი გუნდი ყოველდღიურად დააკვირდება კამპანიის მსვლელობას,  დააკორექტირებს შერჩეულ აუდიტორიას მომხმარებლის ქცევების მიხედვით და მაქსიმალურად მოარგებს თქვენთვის სასურველ ყოველდღიურ ბიუჯეტს.

FB-mrt facebook რეკლამა Facebook რეკლამა FB mrt
FB-TRGT facebook რეკლამა Facebook რეკლამა FB TRGT

Facebook რეტარგეტინგი

გააყოლეთ თქვენი Facebook რეკლამა ყველა იმ მომხმარებელს, რომელიც ესტუმრა თქვენს ვებგვერდს და არ განახორციელა ის კონკრეტული ქმედება, რომელიც  გსურდათ რომ გაეკეთებინა;  შესულიყო ვებგვერდის რომელიმე კონკრეტულ გვერდზე, ენახა პროდუქცია, დარეგისტრირებულიყო და ა.შ. ჩვენი გუნდი  უზრუნველყოფს აღნიშნულ მომსახურებას და უბიძგებს ვებგვერდის ყველა ვიზიტორს შეიძინოს პროდუქცია და მომსახურება.

შეგვიკვეთე Facebook რეკლამა

გაგვეცანით და მიიღეთ პერსონალურად თქვენზე მორგებული Facebook შემოთავაზება