Analytics ანალიზი

მთავარი » სერვისები » Analytics ანალიზი

google-analytics1 გუგლ ანალიტიკსი Analytics ანალიზი google analytics1

ონლაინ ბიზნესის წარმატება დამოკიდებულია არსებული სტატისტიკის გაანალიზებაზე, ამ სტატისტიკაზე დაყრდნობით ბიზნესში ცვლილებების შეტანასა და ონლაინ მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებაზე. Google Analytics გაძლევთ ნებისმიერ საჭირო ინფორმაციას თქვენი ვებგვერდის ვიზიტორებისა  და იმ მომხმარებლების შესახებ, რომლებმაც თქვენი პროდუქტი ან სერვისი ვებგვერდიდან შეიძინეს. გუგლ ანალიტიკსის ინფორმაციის სწორად გამოყენებით შეძლებთ  მარკეტინგული რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენებას, რაც  უზრუნველყოფს ისეთ შედეგებს როგორიცაა გაყიდვები და ROI.

Google Analytics-ის დახმარებით შესაძლებელია შემდეგი ინფორმაციის მიღება:

ვებგვერდის ვიზიტორების შესახებ

ვინ შემოვიდა;
დღის რომელ მონაკვეთში შემოვიდა;
საიდან შემოვიდა;
რამდენი ხანი დაჰყო ვებგვერდზე;
საიდან სად გადავიდა;
რომელი გვერდიდან გავიდა;


ტრეფიკის შესახებ ინფორმაცია

რა არხიდან შემოვიდა;
რომელი საიტიდან შემოვიდა;


როგორ მოიქცა ვიზიტორი შემოსვლის შემდეგ

რაზე დააწკაპუნა;
სად გადავიდა;


კონვერტაცია

რამდენმა ადამიანმა იყიდა პროდუქტი ონლაინ;
რამდენმა ადამიანმა მოგწერათ ონლაინ ფორმით;
რამდენმა ადამიანმა გაიარა რეგისტრაცია;
საიდან შემოვიდნენ ვიზიტორები, რომლებმაც კონვერტაცია გაიარეს;

AdvertWise გთავაზობთ Analytics-ის დეტალურ კონსულტაციას Google Analytics-ის მეშვეობით სწორი სტრატეგიის დასახვისათვის, სწორი დაყენებისათვის, ოპტიმიზაციისა და ტრენინგისათვის, მისი შემადგენელი ყველა კომპონენტის მართებულად გამოყენებისა და ურთიერთკავშირისათვის.

ჩვენი კონსულტაცია მოიცავს შემდეგს:

ანალიტიკსის სტრატეგია

ჩვენ დაწვრილებით გამოვიკვლევთ თქვენს ბიზნეს სტრატეგიას, რათა მაქსიმალურად სწორად მოვარგოთ მას Google Analytics-ის ყველა ის მექანიზმი, რომელიც დაგეხმარებათ ტარგეტირებული სეგმენტის იდენტიფიცირებასა და  მისი საჭიროებების ვებგვერდთან მორგებაში

ანალიტიკსის ტრენინგი

დაყენების შემდეგ ჩვენი გუნდი  შეგასწავლით, თუ როგორ უნდა მოხდეს საიტისა და ვიზიტორების დეტალური ანალიზი, ასევე თქვენი მიზნების შემსრულებელი მომხმარებლების სტატისტიკის რეპორტინგს და მათზე დაყრდნობით კამპანიის გაუმჯობესების სტრატეგიის დაგეგმვას.

ანალიტიკსის დანერგვა

Google Analytics-ის სწორად დაყენება  თქვენი წარმატებული ონლაინ მარკეტინგული კამპანიის  საწინდარია. ჩვენი გუნდი ანალიტიკსის პლატფორმაში გაწერს ყველა საჭირო კოდსა და მიზნებს, რომლებიც თქვენს სტრატეგიას შეესაბამება და თანხვედრაშია თქვენი ბიზნესის მოთხოვნებთან. ამ მიზნების საშუალებით მიიღებთ ინფორმაციას არა მხოლოდ გადმოსულ მომხმარებლებზე, არამედ იმათზე, ვინც შეიძინა თქვენი პროდუქტი ან სერვისი.

Google Tag Manager

AdvertWise გთავაზობთ Google Tag Manager-ის საშუალებით თეგების მართვას, რათა არ გადაიტვირთოს თქვენი ვებგვერდი. Google-ის ამ პლატფორმის საშუალებით მარტივად გააერთიანებთ ვიზიტორების, მათი ქმედებების და იმ მომხმარებლების სტატისტიკას, რომლებმაც შეიძინეს პროდუქტი ან სერვისი თქვენი ვებგვერდიდან. Tag Manager დაზოგავს თქვენს დროსა და ენერგიას ვებგვერდის ტრეფიკის გაანალიზებაში, დამატებითი კოდირების ენისა და პროგრამირების ცოდნის გარეშე.

მიიღე დეტალური სტატისტიკა

მოგვწერეთ და მიიღეთ Google Analytics სერვისი.